რაც შეეხება კითხვას, როგორ დაინახავს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოება, ეს პოლიტიკური შეფასებაა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები დააზარალებს საქართველოს იმიჯს, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრე ჰუნკომ განაცხადა.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობას, მისი თქმით, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა.
„არსებობს ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ, თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება იყო დარღვეული. ჩემი პირადი შეხედულებით, შესაძლოა, ამან იმოქმედა რეზულტატზე, მაგრამ არა საბოლოო შედეგზე. რაც შეეხება კითხვას, როგორ დაინახავს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოება, ეს პოლიტიკური შეფასებაა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები დააზარალებს საქართველოს იმიჯს. თუ შეადარებთ წინა არჩევნებს და მეორე ტურს, შერეული სურათი გამოვა, ზოგიერთ ასპექტში პროგრესია და ზოგიერთში რეგრესი”, – განაცხადა ანდრეი ჰუნკომ.