„მე მაქვს მოკლე განცხადება, არ არის ახლა ბევრი ლაპარაკის დრო. მე მინდა ვუთხრა ხალხს, ახლა არ არის გლოვისა და თავზე ნაცრის დაყრის დრო. ახლა არის ორგანიზების და ბრძოლის გაგრძელების და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო“, - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არამხოლოდ ხელების ჩამოშვების დრო არ არის, დგება გადამწყვეტი პერიოდი.
6-ზე ფილარმონიაში, გაერთიანებული ოპოზიცია იმსჯელებს, მეც შემოგიერთდებით, სკაიპით ჯერჯერობით და ზუსტად გავწეროთ ყველამ ერთად მოვიფიქროთ სად მივდივართ შემდეგ ეტაპზე“, - აცხადებს სააკაშვილი.