მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ასეთი სტანდარტით არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს.
"გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და აგრეთვე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა რომ საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატადეს ამ სტანდარტით", - განაცხადა მარგველაშვილმა.