საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მარგველაშვილმა განაცხადა, ის მზად არის, საქმის გადაბარებასთან და ინაუგურაციასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობა დაიწყოს.
"ვულოცავ საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა რომ როგორც კი ქალბატონი სალომე დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ თანამშორლობა როგორც ადმინისტარციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი", - განაცხადა მარგველაშვილმა.