ვფიქრობ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გრიგოლ ვაშაძემ, ზოგადად ამ მიმართულებამ, არ ვიცი რა ვუწოდო, მნიშვნელოვნად დაკარგა მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა არაადეკვატური განცხადებები გააკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს გააჩნია გარკვეული სტრატეგიული გეგმა და ამ გეგმის ნაწილია დესტაბილიზაცია
„ეს ის არის, რაც ყველა შემთხვევაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ აწყობს, არა თუ არ აწყობს, შიშით უყურებს ასეთ პერსპექტივას. დესტაბილიზაცია არ არის მარტო სააკაშვილის ამოჩემება, ვფიქრობ, რომ ის გარკვეული გეგმითაც მოქმედებს. მას გააჩნია გარკვეული სტრატეგიული გეგმა და ამ გეგმის ნაწილია დესტაბილიზაცია“, - განაცხადა ვოლსკიმ.