ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ითვლება რომ ასეთი მეორე ტური, ასეთი აქტიურობა, არის დემოკრატია, - განაცხადა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს არის ნიშანი იმისა, რომ საზოგადოება არის მზად დემოკრატიისთვის.
„თუ ჩვენ ამ არჩევნებს ვუყურებთ ევროპულად ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მე სრულებით არ ვოცნებობდი საბჭოთა სტილით გამარჯვებაზე, 70 და 80%-იანი გამარჯვებაზე. ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ითვლება რომ ასეთი მეორე ტური, ასეთი აქტიურობა, არის დემოკრატია. ეს არის ნიშანი იმისა, რომ საზოგადოება არის მზად დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს. წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 59,52% (1147627 ხმა), ხოლო გრიგოლ ვაშაძე – 40,48%–ს (780633ხმა).მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 შედგენდა. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანი იყო გახნისლი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი იყო.
ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი გზით აირჩია. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში.