ეს არის ევროპული საზოგადოება, საქართველომ აირჩია ევროპა, ის, საიდანაც მე მოვდივარ და აირჩია ევროპული მომავალი, - განაცხადა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“.
სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარი საპატრიარქოსთან, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, მას პატრიარქმა დაურეკა, გამარჯვება მიულოცა და სთხოვა მისულიყო.
„ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პატრიარქთან, რამეთუ, რაც არის ჩემი ხედვა მომავლისა, ზუსტად ემთხვევა. ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნის დამშვიდება, საზოგადოების დამშვიდება, ახალი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება ქვეყანაში, რომელიც არ იქნება დაფუძნებული არც ერთ გადატრიალების მოწოდებაზე, არამედ დამშვიდებისკენ. ეს არის ევროპული საზოგადოება, საქართველომ აირჩია ევროპა, ის, საიდანაც მე მოვდივარ და აირჩია ევროპული მომავალი. ეს არის ჩემი ხედვა თუ როგორ დავამშვიდოთ ეს საზოგადოება და როგორ გადავიყვანოთ ახალ ყაიდაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს. წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 59,52% (1147627 ხმა), ხოლო გრიგოლ ვაშაძე – 40,48%–ს (780633ხმა).მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 შედგენდა. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანი იყო გახნისლი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი იყო.
ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი გზით აირჩია. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში.