სამწუხაროდ, ვაშაძისგან მილოცვა არ მიმიღია, ველოდები - ასე უპასუხა საპარეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას მიულოცა თუ არა გაერთიანებუილი ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებში გამარჯვება.
„სამწუხაროდ, ვაშაძისგან მილოცვა ჯერ არ მიმიღია, ველოდები“, - თქვა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარი საპატრიარქოსთან გააკეთა, სადაც ის დღეს მივიდა სა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.
28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს. წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 59,52% (1147627 ხმა), ხოლო გრიგოლ ვაშაძე – 40,48%–ს (780633ხმა).მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 შედგენდა. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანი იყო გახნისლი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი იყო.
ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი გზით აირჩია. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში.