საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს საქართველოს ახლადარჩეულს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
„საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს საქართველოს ახლადარჩეულს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეუძლია იქონიოს ჩვენი იმედი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის კუთხით", - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.