ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. დალია გრიბაუსკაიტემ მილოცვა მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.
"საქართველოს ვულოცავ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებებს და ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნას", - წერს გრიბაუსკაიტე.
