29 ნოემბერს, 18:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდებიან და გეგმებს გააცნობენ. როგორც გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდებიან და გეგმებს გააცნობენ.
„იმ ძალადობის ფონზე, რა ფონზეც ჩაიარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა, ამას საერთოდ შეიძლება ვუწოდოთ თუ არა არჩევნები. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საბოლოო შეედ3გვს ველოდებით, რომელიც ცესკომ უნდა მოგვაწოდოს, პარალელურად ჩვენი შტაბი თვლის შედეგებს. მაგრამ სახიფათო ინციდენტები გრძელდება. ლაგოდეხში სროლა იყო, მარნეულში დაძაბული ვითარებაა, არ გაჩერებულა ჩვენი ქოლცენტრი ზარებისგან, რომელიც ჩვენი მხარდამჭერებისგან, აქტივისტებისგან შემოდის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი, ჩვენს მხარდამჭერებს, გავუზიაროთ მათ ჩვენი გეგმები, ამისთვის ხვალ საღამოს 6 საათისთვის გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.