რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ სალომე ზურაბიშვილის შტაბში გვირილების თაიგული მიიტანა და სალომე ზურაბიშვილს მიულოცა.
„ყველაზე კარგი რაც მოხდა, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა დღეს. ქართულმა სულმა, ქართულმა ღირსებამ, ხვალინდელმა დღემ გაიმარჯვა დღეს. ვერასოდეს, ვერასოდეს ჩეკისტები საქართველოში ვერასოდეს ვეღარ გაიმარჯვებენ, ვერასდროს ვერ დაბრუნდება საბჭოთა კავშირი. ეს თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს, „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გული რომ არ დაგწყდეთ, თქვენთვის „ვენოკი“ მაქვს შეკვეთილი, კურიერი ირაკლი ოქრუაშვილია და ის მოგიტანთ ადგილზე”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.