"ეგზიტპოლის კროსტაბულაციით, ლეიბორისტების, გირჩის და უსუფაშვილის ამომრჩეველმა ზურაბიშვილს მისცეს ხმა. ევროპულმა საქართველომ - მთლიანად გრიგოლ ვაშაძეს", - წერს "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
გვარამიას განმარტებითვე, ზემოხსენებული სამი პარტიის მიერ პირველ ტურში მიღებული ხმები ჯამში დაახლოებით იმდენივეა, რამდენითაც იგებს ჯერჯერობით ზურაბიშვილი.
"ყოჩაღ სამივე პარტიას. გილოცავთ ქოცობას. მოღალატე სალომე თქვენი პრეზიდენტია. პრაქტიკულად, თქვენი ღალატის და ბიძინას ფულების კომბინაციამ გადაწყვიტა პრეზიდენტად ქვეყნის მოღალატის არჩევა. კარგია, გამოჩნდა აბანოში თეთრი და შავი ტ--ი", წერს ნიკა გვარამია.