"საქართველოს, ქართველ ხალხს უნდა, დაიბრუნოს თავის ქვეყანა, ის აუცილებლად იქნება გამარჯვებული და აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს თავის ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, რამდენიმე რეგიონში კიდევ უფრო მეტად მოიმატებს აქტივობა, რადგან ხალხი არ ეპუება ზეწოლას, მოსყიდვას, ძველბიჭებს, რაღაც პროვოკაციებს.
"ახლა, დარჩენილ ორ საათში, კიდევ ერთ ჩემი თხოვნაა, როგორც მრჩეველი, საქართველოს პატრიოტის, მე ჩემთვის არაფერი არ მინდა, რომ ყველანი მიხვიდეთ არჩევნებზე და გაიმარჯვოთ ამ არჩევნებზე, საბოლოოდ ჩააბეტონოთ თქვენი გამარჯვება. ყველაფერი კარგად იქნება. ნახეთ როგორ ცუდ ხასიათზე იყო ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლაში, ნახეთ, ადამიანის ფერი სახე არ ედო ისე არის განერვიულებული, იმიტომ რომ არცერთი მისი მეთოდი უკვე აღარ ჭრის. ქართველი ხალხის გამარჯვების დროს დგებ", - აცხადებს სააკაშვილი.