საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საზღვარგარეთ 55 საარჩევნო უბანი ღამის 12 საათამდე იმუშავებს.
საარჩევნო უბნები 39 სხვადასხვა ქვეყანაში (ავსტრია, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელარუსი, ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე, ესტონეთი, ესპანეთი, თურქეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, შვედეთი, შვეიცარია, კატარი, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩინეთი) ადგილობრივი დროით 08.00 საათიდან გაიხსნება.
ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.