“საქართველოს რკინიგზის” გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ე.წ ფეიკ ნიუსი.
„რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, თუმცაღა, მე მინდა, პრეისტორიას დავუთმო იროდე წუთი – რატომ არიან ისინი აგრესიულები რკინიგზის მიმართ და პერსონალურად, ჩემ მიმართ. ვინაიდან ხუთი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი „საქართველოს რკინიგზას“ და
მიზეზი ძალიან მარტივია. მან გადაცემაში წარმოადგინა ოფშორული კომპანიის საბუთები, რომლის დამფუძნებელი იყო დავით კეზერაშვილი და მისი თქმით, რომლის მფლობელობაში იყო ყველაზე მსხვილი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია.
„2013 წლიდან ეს კომპანია გახდა რკინიგზის შვილობილი კომპანია. შესბამისად, მისი შემოსავალი კონსოლიდირდება „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავალში და ეს არის სახელმწიფო კომპანიის შემოსავალი. როდესაც საუბრობენ ასეთი აგრესიით, ჩვენი ოპონენტები, მათ განსაკუთრებით ეს თემა სტკივათ. ვინაიდან, ბუნებრივია, ამ თანხის დიდი ნაწილი ხმარდებოდა მათ პარტიულ მიზნებს“, - განაცხადა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ რამდენომე დღის წინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენლები აცხადებდნენ, რომ რკინიგზა დაღუპეს და ა.შ. იმავე დღეს, საერთაშორისო ორგანიზაციებმა „საქართველოს რკინიგზას“ მოუმატეს საკრედიტო რეიტინგი.
„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი რა ტიპის და რა მასშტაბის დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე, სამწუხაროდ“, - განაცხადა ბახტაძემ.