სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა 57-58 %-ით მოიგოს, - ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მნიშვნელოვანია ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება, თუ როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ რევანში განახორციელონ, ქვეყანაში მოაწყონ დაპირისპირებები და ადამიანებს წაართვან ქონებები... 2012 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიებში და ვგრძნობ, თუ როგორი სიტუაციაა, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა 57-58 %-ით მოიგოს არჩევნები“, - განაცხადა კალაძემ.