კლიშე, როგორც ქართული ოცნება უყურებდა პოლიტიკას იყო შემდეგი - ყველა ვინც მე გუნდრუკს არ მიკმევს, ყველა ვინც ბოლომდე არ არის აღტაცებული, რასაც ვამბობთ, ყველა არის მტერი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია პირველის გადაცემა „რეაქციაში“.
მისი თქმით, დღევანდელი არჩევნებით, ხალხი ხმას აძლევს არა პრეზიდენტობის კანიდატს, არამედ - მეორე კანდიდატის საწინააღმდეგოდ.
„რეალურად, „ა“ კანდიდატს აძლებს ხმას „ბ“ კანდიდატის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ 2016 წლის არჩევნების წინ, კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა და ამ არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ და ნაცონალურმა მოძრაობამ დაისახეს მიზანი ეს პარტიები არ გაძლიერებულიყვნენ.
„და რატომ, იცი? კლიშე, როგორც „ქართული ოცნება“ უყურებდა პოლიტიკას იყო შემდეგი - ყველა, ვინც მე გუნდრუკს არ მიკმევს, ყველა, ვინც ბოლომდე არ არის აღტაცებული, რასაც ვამბობთ, ყველა არის მტერი, ყველა არის ნაცი, შუა უნდა გაიკრიფოს.... ანუ, არ მიეცა საზოგადოებას საშუალება შექმნილიყო მესამე ცენტრი. შედეგი იხილეს ერთი თვის წინ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.