[ბიძინა ივანიშვილი] სასამართლოში ივლის თუ აბანოში, არ მაინტერესებს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის მთავარი მიზანია, ბიძინა ივანიშვილი შორს იყოს ქართული პოლიტიკისგან.
„ბიძინა ივანიშვილი და მისი ცხოვრების სამართლებრივი პერიპეტიები მე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს დედამიწის ზურგზე. მაინტერესებს, ეს ბიზნესმენი, მეცენატი, როგორც თავის თავს ეძახის, რაც შეიძლება, შორის იყოს ქართული პოლიტიკისგან. სასამართლოში ივლის თუ აბანოში, აბსოლუტურად არ მაინტერესებს“, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბიზნესზე შესაძლო რეკეტისა და ზეწოლის საქმეზე ლონდონის სასამართლო ბიძინა ივანიშვილს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ყოფილ და მოქმედ მინისტრებს გამოკითხვაზე იბარებს.