დღეს, არჩევნებთან დაკავშირებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ცხელი ხაზი ამოქმედდება.
▪ 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი - (+99532) 2-40-10-10 ამოქმედდება და 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.
▪ საარჩევნო უბანში ამომრჩევლის დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით გადაცემულ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - (+995 32) 2 40 10 10, სადაც კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.