მივმართავ ყველა დამსაქმებელს, ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მოგეხსენებათ, რომ არჩევნების დღე 28 ნოემბერი გამოცხადდა უქმე დღედ. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე. ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი.
ასევე მივმართავ ყველა დამსაქმებელს ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოთ კანონით გარანტირებული უფლება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.