მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ, თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისი არჩევანი
„თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს. ხვალ, თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისი არჩევანი, საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა თითოეულ კანდიდატს. თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება. მოგეხსენებათ, არჩევნების დღე, 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოვაცხადეთ. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე. ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი“, - განაცხადა ბახტაძემ.