საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არ დაჯდება სახლში ბიძინა ივანიშვილივით და არ დაიწყებს არაფორმალურ მართვას. მისი თქმით, აქვს ამბიცია საქართველოს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ აქციოს.
„დღეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება, არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა იყოს თანამდებობაზე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საუბარია კოალიციურ მთავრობაზე.
„ჩემი დიდი ამბიციაა საქართველოს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ ქცევა. მე მაქვს ამბიცია და შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე. მე მინდა, რომ ეს იყოს ზონა, სადაც იქნება ინგლისური სამართალი, სადაც იქნება დღგ ნოლი. მე მინდა ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაზიკის პორტი თავის დროზე მისი იდეა იყო.