საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის მმართველი გუნდისგან დამოუკიდებელი იქნება. ამის შესახებ მან გადაცემა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.
„როცა მიმდინარეობდა მმართველ პარტიის გუნდში იმის განხილვა, რომ თავისი კანდიდატი დაეყენებინათ თუ არ უნდა დაეყენებინათ, გარედან იქნებოდა და ა.შ. მიმდინარეობდა, აქტიური კამპანია ჩემზე, ასე ვიტყოდი, რომ მე მაქვს ისეთი აუტანელი ხასიათი და იმდენად დამოუკიდებელი ვარ, რომ ვერანაირად ვერ მომერგება ეს მმართველი პარტია და ვიქნები უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე - კოზირი... ისიც უნდა ვთქვა, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე დავაყენე ჩემი კანდიდატურა და, თუ არ ვცდები, სექტემბრის პირველ რიცხვებში გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ რომ მხარი დაეჭირა ჩემი კანდიდატურისთვის. ამ პერიოდში, არ მქონია, არც ერთი წინაპირობა, არც ერთი კონსულტაცია, გარიგება არ ყოფილა რომ ვინმეს ეთქვა ჩემთვის რომ - ამას, ამას და ამას თუ არ იზამ მაშინ ჩვენ დაგიჭერთ მხარ და ამას, ამას და ამას თუ იზამ, მაშინ ჩვენ ვიქნებით შენს გვერდით. ჩემი კანდიდატურა დაყენებული იყო, მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებით, როგორც 2013 წელს და გადაწყვეტილება მმართველ პარტიაში მიღებული იყო ასევე, სრულიად ჩემგან დამოუკიდებლად. ასე, რომ მე წინა, რამე დაპირება არ მიმიცია, თუ როგორ მოვიქცევი. თუ ვინმე გადახედავს, წინა შეთანხმება არ არსებობს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და გაიხსენა, პარლამენტში დეპუტატობის დროს მას რამდენიმე საკითხზე თავისი განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, რომელიც არავისთან შეთანხმებული არ ყოფილა და ამაში მმართველი პარტია დაარწმუნა.
"ასე ვაპირებ, სხვათა შორის, მომავალშიც, რომ დავარწმუნო რამდენიმე საკითხში, რომელიც მე მიმაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"პოლიტიკურად, ვისაც აქვს ეჭვი იმაზე, ვიქნები თუ არა - დამოუკიდებელი, უნდა გაიხსენონ რომ მე ვიყავი ის მინისტრი, რომელიც პირდაპირ მოიყვანა სააკაშვილმა. ძალიან მალე, მიხვდა სააკაშვილი, რომ მასზე დამოკიდებული ვერ და არ ვიქნებოდი. ეს იყო საფუძველი იმ დაპირისპირების, რომელიც მერე გაღრმავდა და დამთავრდა, როგორც ყველამ ვიცით. ის პერიოდი, ყველა იყო დამოკიდებული სააკაშვილზე და ძალიან რთული იყო იქ განსხვავებული პოზიციების დაფიქსირება. ამიტომ, ეს არის ჩემი ცხოვრების გზა. მე ვიყავი დამოუკიდებელი, ძალიან ადრე, 16 წლის ასაკიდან და მე მგონია, ძალიან ძენლი არის, რომ 66 წლის ასაკში, როცა არაფერი ისეთი არ არის, რაც შეიძლება ვინმემ შემოგთავაზოს, რაც შეგაცვლევინებს შენ პრინციპულ აზრებს და შენს პრინციპებს. ესეც უნდა ითქვას და აუცილებელი იქნება მომავალი პრეზიდენტისთვის, რომ იყოს თანამშრომლობა მმართველ პარტიასთან. ეს მმართველი პარტია იქნება თუ სხვა იქნება მომავალში. ჩვენ ხომ არ ვიცით, 2020 წლის არჩევენებზეე ვინ იქნება. მაგრამ თუ პრეზიდენტს უნდა იყოს ეფექტური, ინიციატივები მიიღოს და მე მგონი რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი როლის არის რომ ახალი ინიციატივები შემოიტანოს, სხვადასხვა ჯგუფებთან შეიმუშაოს და მერე მიუტანოს მმართველ გუნდს, პარლამენტში იქნება თუ მთავრობაში, საჭიროა, რაღაც დონემდე თანამშრომლობა, რაც ჩემ კონკურენტს ნამდვილად არ შეუძლია და ვერ შეძლებს იმ პოზიციიდან, სიდანაც მოდის და ჩემთვის ეს იქნება საკმაოდ მარტივი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრინიპები არ არსებობს და თუ ამ წითელ ხაზებს რამე შეეხება, ის ვიქნები მე, სალომე ზურაბიშვილი", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.