ჩვენი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, გავაერთიანოთ. აფხაზებსაც უნდა ველაპარაკოთ, ოსებს ველაპარკოთ. ყველგან უნდა ჩავიდეთ, მოსკოვი იქნება თუ ბრიუსელი. სოხუმშიც ჩავალ იმიტომ, რომ გაერთიანდეს ჩვენი პატარა ქვეყანა, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.
მან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
„ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს. იცოდეს ქალბატონმა სალომემ, რომ მას ირჩევს არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართველი ხალხი. ქალბატონი სალომე პასუხისმგებელია ქართველი ხალხის წინაშე, ქართველ ხალხს არავინ აღარ უნდა უღალატოს. კოჰაბიტაცია იყო ღალატი, ამ კრიმინალების გამოცხადება მთავარ ოპოზიციურ ძალად იყო ღალატი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა თქვენთან ერთად. დღეს ყველა ვიცავთ ჩვენი შვილების მომავალს, არავისთვის დასათმობი საქართველო ჩვენ არ გვაქვს. საქართველოს მწამებლებს არ დავუთმობთ. ამიტომ, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არა წარსულში დაბრუნებას. ჩვენი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, გავაერთიანოთ. აფხაზებსაც უნდა ველაპარაკოთ, ოსებს ველაპარკოთ. ყველგან უნდა ჩავიდეთ, მოსკოვი იქნება თუ ბრიუსელი. სოხუმშიც ჩავალ იმიტომ, რომ გაერთიანდეს ჩვენი პატარა ქვეყანა“,- განაცხადა ინაშვილმა.