არანაირი გამარჯვების საშუალება არ აქვს სააკაშვილს და ვაშაძეს, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა ენმ-ის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
“არანაირი გამარჯვების საშუალება არ აქვს სააკაშვილს და ვაშაძეს. არ შეიძლება არჩვენებზე არ მისვლა ან ყველას წაშლა. უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე, მხარი დაუჭიროთ ზურაბიშვილს და ისე უნდა მოხდეს, რომ 80 პროცენტით მოვუგოთ მაგათ. საერთოდ თუ არ გაქრა ენმ ქვეყანა ვერ დამშვიდდება“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.
თავისუფლების მოედანზე აქცია „არა ნაცებს“ გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „პატრიოტთა ალიანსი“ იყო. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა აღარ უნდა დაბრუნდეს. ამასთან, მოქალაქეებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.