არა - სააკაშვილს, არა - ბოკერიას, არა - ვაშაძეს, დაიცავი საქართველო - ბათუმში პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ქართველმა ამომრჩეველმა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უნდა დაუჭირონ მხარი, რადგან ამით თავიდან აირიდონ "ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნება".
მხარდამჭერებს სიტყვით "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები მიმართავენ, მათ შორის დავით თარხან-მოურავი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.
"პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებით კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება, ამჯერად, თბილისში, 25 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე.