გიორგი ვაშაძე აპირებს უკრაინელ სამართალდამცველებს მიმართოს ჩანაწერის შესახებ გამოძიება ჩაატარონ, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ „არჩევანში“ უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ უდიოჩანაწერზე კომენტარისას განაცხადა.
„ხვალ დილით მივემგზავრები უკრაინაში. აუცილებლად შევეცდები, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ვთხოვო გამოიძიონ. უკრაინაში მივდივარ ყოველკვირეულად, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. შევეცდები, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ვკითხო, საერთოდ რა ვებგვერდია ეს. აუცილებლად მოვიკითხავ ამ საკითხს უკრაინაშიც, რადგან საქართველოში არ არსებობს არც სამართალდამცავი ორგანოები, არც პროკურატურა. ნუ გეშინიათ, საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება. რა რევოლუცია, ვის სცალია რევოლუციისთვის, ქვეყანა ასაშენებელია და ამდენი საქმეა გასაკეთებელი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სახელწოდებით - „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და გაერთიანებულკი ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის.