აუდიოჩანაწერის ფიგურანტი არ ვარ, იქ ჩემი ფოტოა, ხმა კი არის ჩვეულებრივი სინთეზატორით დამზადებული სისულელე, ბოდვაა, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ უდიოჩანაწერზე კომენტარისას განაცხადა.
მისი თქმით, არ აქვს ინტენსიური კონტაქტი მიხეილ სააკაშვილთნ და არ ახსოვს როდის ესაუბრა მას ბოლოს.
„ეს ორი ადამიანი ერთმანეთში არ საუბრობს, აბსოლუტურად სხვადასხვა თემებზე არის საუბარი. საერთოდ, ამ საარჩევნო პერიოდში, ბაქრაძეს პირადად არ შევხედრილვარ. ისრაელი საერთოდ რა შუაშია, ვერ გავიგე. ისრაელში საერთოდ ნამყოფი არა ვარ, თუ ძალიან გაინტერესებთ, საარჩევნო კამპანიის პერიოდში... ძალიან კარგად მიცნობს მთელი საქართველო და ძალიან ბევრი ადამიანი. ამის იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“? მივმართავ მათ – სასაცილოები ხართ. მოუსმინეთ და მიხვდებით, რომ ორი ადამიანი საერთოდ ერთმანეთს არ ელაპარაკება... ჩემი ხმა არ არის გარკვეულ კომპონენტებში, რაღაცებია აღებული, მიჭრილ-მოჭრილი, გაწელილი ხმა… ეს ორი ადამიანი საერთოდ არ ესაუბრება ერთმანეთს, ერთი სხვას ამბობს, მეორე სხვას“,- განაცხადა ვაშაძემ.
უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სახელწოდებით - „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის.