ევროკომისია საქართველოს მთავრობის დელეგაციასთან, დღეს, გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრას, ინსტაგრამზე ორიგინალური ფოტოთი გამოეხმაურა.
"დღეს, ჩვენ კიდევ ერთი განსაკუთრებული ნაბიჯი გადავდგით ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აშენებულია თავისი ხალხის გამბედაობასა და ამბიციებზე. ევროკავშირთან დაახლოების ვალდებულება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
მოდით, მოვირგოთ ფეხსაცმელი და ვიაროთ სწორი მიმართულებით, მხარდამხარ მომავლისკენ, რათა საქართველო და ევროკავშირი კიდევ უფრო დავუახლოვოთ ერთმანეთს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მიესალმება საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს", - ნათქვამია განცხადებაშ, რომელიც ევროკომისიის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოს ახლავს თან.
ფოტო ინსტაგრამიდან
