მიშა თავისას უბერავდა და იძახდა, არა, მე ჩემი „ასავალ-დასავალი“ მინდა და რაღაცები უნდა დავაბრალოთო, - განაცხადა „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ რითაც 2012 წელს დაამარცხეს, ჭორებით, დაბრალებითა და ა.შ, თვითონაც იგივე გზა უნდა აირჩიოს.
„მიშას ეგ დაემართა, რომ რითაც ებრძოდნენ, იმას აკეთებს. ხომ გახსოვთ, სომეხი სააკაშვილიო, რომ ეძახდნენ. სომეხი რომც ყოფილიყო, სომეხი რატომ უნდა გეძახებინა, ხო?! ანუ, ეთნიკურობას, როცა უარყოფით კონტექსტში ხაზს უსვამ, უკვე, ბუნებრივია, მანდ ცუდი ნიშნებია. მიშა ნაციონალი იყო და სოციალისტი გახდა და ნაციონალ-სოციალისტი რომ კაცი გახდება, მერე იქ ანტისემიტიზმიც მოდის და ყველაფერიც“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა და აღნიშნა, რომ რჩვეის მიუხედავად, სააკაშილმა არაფერი გაითვალისწინა.
„ჩვენი მიდგომა ის იყო, რომ ქოცობაში ქოცებს ვერ აჯობებ, მოდი, შენს მოედანზე ითამაშე, შენი მოედნის გაფართოებაზე და იქით ნუ გადახვალ. ამაზე ბევრი ჭიდაობა იყო, რადგან მიშა თავისას უბერავდა და იძახდა, არა, მე ჩემი „ასავალ-დასავალი“ მინდა და რაღაცები უნდა დავაბრალოთო. ყველას ჰგონია, რომ სააკაშვილმა ეს ხელისუფლება ამით დაასრულა, მაგრამ იქნებ, მიშას რომ ასეთი დებილობები არ ელაპარაკა, ხელისუფლება პირველივე ტურში დასრულებულიყო. ეს ვინმემ იცის?!“- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.