„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველი არ არის, - განაცხადა „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.
ჩერგოლეიშვილმა 2016 წელს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედგები გაიხსენა და აღნიშნა, რომ კითხვას სვამდნენ თუ არა, სააკაშილის პრემიერობის შესახებ, არჩევნებს აგდბენენ.
„2016 წელს კვლევებს ვაკეთებდით და ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა ვიცოდით. „ქართულ ოცნებასთან“ 20%-20%-ზე ვიჯექით და შუაში გადაუწყვეტელები იყვნენ. სააკაშვილის პრემიერობა თემად შემოვიდოდა თუ არა, ანუ კითხვას ვსვამდით თუ არა, არჩევნებს ეგრევე ვაგებდით. ეგ კი არა, მიშა პრემიერ-მინისტრად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ნახევარსაც კი არ უნდოდა.
აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნა იყო ზუსტად ის, რომ მიშა, მოდი, ცოტა ხანს დაიმალე, ამ ქვეყანაში ხომ უნდა ჩამოხვიდე. გვაცადე, არჩევნები რაღაც ფორმით მივიტანოთ იქამდე, რომ თუნდაც კოალიციით შევუტიოთ. ალასანია რომ ასე არ ჩავარდნილიყო, არ განადგურებულიყო და ისევ პოლარიზაცია რომ არ მომხდარიყო, შეიძლებოდა იმაზე ლაპარაკი, რომ ბიძინას წინააღმდეგ სხვა პარტიებთან კოალიციებს ქმნი და კი ბატონო, ჩამოვა მერე მიშაც, ჩაატარებს კამპანიას და თუ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს, მე ვინ მეკითხება?! მაგრამ ვერ გავაკავეთ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.