არჩევნების თარიღი ჩვენთვის ცოტა არ იყოს სიურპრიზია, რადგან რბილად რომ ვთქვათ, შუა კვირაში დანიშვნა არატრადიციულია, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა. თარგმანს ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ავრცელებს.
„არჩევნები ყოველთვის არის დემოკრატიის ტესტი გამჭვირვალობის კუთხით, როგორ არის ორგანიზებული რეფორმების გატარება, რომელიც შეუქცევადი უნდა იყოს, რადგან ხელისუფლების შეცვლამ ან არშეცვლამ არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა რეფორმების მოტივაციაზე, კერძოდ, რასაც ველოდებით საქართველოსგან ევროინტეგრაციის თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლება ამას სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. ტესტი კი საკმაოდ გადამწყვეტია. თარიღი უკვე დანიშნულია? მაშინ ნება მომეცით დავამატო. თარიღი ჩვენთვის ცოტა არ იყოს სიურპრიზია, რადგან რბილად რომ ვთქვათ, შუა კვირაში დანიშვნა არატრადიციულია. არ ვიცი, რამდენად შეუწყობს ხელს ეს ხმის მიცემის პროცესში თავისუფალ და გამჭვირვალე მონაწილეობას. ეს ნამდვილად გარკვეულ ეჭვებს ბადებს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა.