ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღესა და მომავალზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი საკონსტიტუციო უფლებებით მხარდაჭერილია მმართველი გუნდის მიერ და ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღესა და მომავალზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად. ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი, რომელსაც საზოგადოება ბილბორდებიდან იღებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.