ბანერებზე არის პარტიის თავმჯდომარე, არის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ანუ ის პირები, რომლებიც ჩვენს ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ეს არის ძალიან პრინციპული არჩევანი და გუნდი არის ერთიანი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს გზავნილი ხაზს უსვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“ მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც ერთიანია.
„ამომრჩევლისთვის ახალი ბილბორდების ახალი გზავნილი არის, რომ „ქართული ოცნება“ და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც ერთიანია. ეს არის ერთიანობის ხაზგასმა, რათა მოხდეს ყველა იმ ამომრჩევლის მობილიზება, რომელიც პირველ ტურზე სხვადასხვა მიზეზი გამო, ვერ ან არ მოვიდა. შეიძლება ნაწილმა მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია. შესაძლოა, გარკვეულწილად ჩვენი ამომრჩევლისთვის ამ ერთიანობის დემონსტრირებას სხვადასხვა ფორმით აქ ჰქონდეს მნიშვნელობა.
პოლიტიკური მეთოდები, სარეკლამო მეთოდები, რომელიც გამოხატავს გზავნილსა და სათქმელს გადმოტანილია ამ ბილბორდებზე. ბანერებზე არის პარტიის თავმჯდომარე, არის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ანუ ის პირები, რომლებიც ჩვენს ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ეს არის ძალიან პრინციპული არჩევანი და გუნდი არის ერთიანი.
აქვე მინდა დავამატო, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არსად არ გადამალულა. მისი ძალიან ლამაზი ბილბორდები არის სხვადასხვა ადგილას. არ ვიცი, რატომ გაჩნდა ეს განცდა, თითქოს გადაიმალა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.