გენერალი ბიწაძე ვინმეს ისეთ ადამიანად წარმოუდგენია, რომ ქალის კაბას ამოეფარებოდა? - ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. საუბარია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორზე, ეკა გიგაურზე, რომელიც გოგა ხაინდარავას მტკიცებით, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილეობდა, რომელიც მაშინ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
„არაფერი საქმე არ ჰქონდა საზღვრის დაცვის ნაწილებს 7 ნოემბერს მომიტინგეებთან, საზღვარი ნამდვილად არ გადის არც რუსთაველზე და არც რიყეზე და მით უმეტეს, უწყებას ჰყავდა ხელმძღვანელი გენერალი ბიწაძის სახით და გენერალი ბიწაძე ვინმეს ისეთ ადამიანად წარმოუდგენია, რომ ქალის კაბას ამოეფარებოდა და გიგაურს დააბრალებდა რამეს? მით უმეტეს, რაშიც გიგაური დამნაშავე არ იყო. სანამ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანას არ ეღირსება ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ამ აბსურდებს დაამთავრებს, ქვეყანას ნამდვილად არაფერი არ ეშველება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.