გრიგოლ ვაშაძე კი არ იქნება პრეზიდენტი, “ნაციონალური მოძრაობის” პარტაქტივი და მიხეილ სააკაშვილი იქნება პრეზიდენტი, - ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი საზოგადოებას შესთავაზებას იმ მმართველობას, რაშიც ის დახელოვნებულია, გაწაფულია და ბოლო ამ 6 წლის განმავლობაში არც კი დასცდენია, რომ სერიოზული პრობლემები იყო, სერიოზული შეცდომები და დანაშაულები იყო.
„გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის არ მეშინია, სამწუხაროდ გრიგოლ ვაშაძე კი არ იქნება პრეზიდენტი, “ნაციონალური მოძრაობის” პარტაქტივი და მიხეილ სააკაშვილი იქნება პრეზიდენტი. ეს არის რეალობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა საქართველოს ადრე და მომავალშიც ამას შესთავაზებს. “, - განაცხადა ჩიქოვანმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ის ბრუნდება ქართულ ოცნებაში და მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს.