სპეკულანტობა, ქალი პოლიტიკოსი ვარ და მე თუ შემაგინეთ, ზოგადად ქალებს ერჩითო, სასაცილოა, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია თამარ ჩუგოშვილის განცხადებას.
„ძალიან ცუდია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ შეუძლია ოპონენტს პირადი შეურაცხყოფის გარეშე დაუპირისპირდეს. ეს პოლიტიკური კულტურის ზოგადი პრობლემაა. თუ კონკრეტული და რეალისტური მუქარაა, ის გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
მაგრამ იმით სპეკულანტობა, ქალი პოლიტიკოსი ვარ და მე თუ შემაგინეთ, ზოგადად ქალებს ერჩითო, სასაცილოა. თუ ქალი პოლიტიკაში მიდის, მერე იქ კურტუაზულ მოპყრობის წესებს ნუ ელის. ზუსტად ისევე მოექცევიან, როგორც კაცს და ეს წინასწარ უნდა იცოდეს.
თუ კონკრეტულად ეტყვიან: ქალო, ქუხნაში წადი, პრეზიდენტად რა გინდაო, სხვა ამბავია. ეს უთხრა ვინმემ სალომე ზურაბიშვილს? ეს თუ უთხრა, ძალიან მიუქარავს, მაგრამ მე არ შემიმჩნევია“, - წერს ნოდია.
პარლამენტის ვიცერ-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმების ობიექტი „და განსაკუთრებით, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია, მაშინ როგორც ჩანს, იზრდება აგრესია." თამარ ჩუგშვილმა ეს განცხადება მაშ შემდეგ გააკეთა, რაც საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.