არჩევნების მეორე ტური უნდა იყოს თუ არა კვირა დღეს, ასეთი ცალსახა მითითება კანონში არ არის, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი არჩევნების დღე არის უქმე დღე
"მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან დაანონსებული იყო ცესკო-ს სხდომა. დღეს არის წარმოდგენილი დღის წესრიგი. მე, როგორც ცესკოს თავმჯდომარე ვარ ერთი წევრი და მაქვს ერთი ხმის უფლება, მაგრამ რაც შეეხება თარიღს და ყველა გადაწყვეტილებას ცესკო იღებს კომისიურად. არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება მეორე ტური, მაგრამ ის უნდა იყოს თუ არა კვირა დღეს, ან რომელიმე სამუშაო ან არასამუშაო დღეს, ასეთი ცალსახა მითითება არ არის. ნებისმიერი არჩევნების დღე არის უქმე დღე", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.