საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდის შემადგენელია.
ირაკლი კობახიძის თქმით, მას არანაირი საფუძველი არ აქვს.
„ყველამ ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორია არის დაკავებული კონკრეტული საქმეებით, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაზეც საუბრობენ რუსი პიარტექნოლოგები. ეს არის რუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.