ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლონური კინოს ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც ქართული ფილმების რეტროსპექტივაა წარმოდგენილი. წელს ფესტივალი ქართული კინოს 110 წლის იუბილეს 9 ქართული ფილმის ჩვენებით აღნიშნავს, რომელთა ჩვენებაც 9 – 12 ნოემბერს 2 ლოკაციაზე გაიმართება. ( Facets Cinematheque (1517 W. Fullerton Ave.) და Gallery Theatre (1112 N. Milwaukee Ave.).
პროგრამის ფარგლებში აჩვენებენ შემდეგ ქართულ ფილმებს:
- მარიამ ხაჭვანის “დედე”
- რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”
- გიორგი შენგელაიას “ალავერდობა”
- მიხეილ კობახიძის “ქორწილი”, “ქოლგა” და “მუსიკოსები”
- ანა ურუშაძის “საშიში დედა”
- ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”
- გიო მგელაძის “არა, მეგობარო”
ქართული ფილმების რეტროსპექტივა ფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ არის წარმოდგენილი.
პოლონური კინოს ფესტივალი 18 ნოემბერს დაიხურება.