ბედუკაძემ კიდევ სამოქალაქო მამაცობა გამოიჩინა და ამხილა ის რეჟიმი, - განაცხადა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ენმ-ის დეპუტატს რომან გოცირიძის საპასუხოდ.
„თქვენს ადგილას მე გავჩუმდებოდი, რადგან თქვენ მაინც არ ხართ იმ სისხლიან დანაშაულებებში მონაწილე პირი, რაც ნაცმოძრაობამ ჩაიდინა, მაგრამ ისე თავგამოდებით იცავთ, აპრავებთ და აღარ იცით, რა გააკეთოთ, რომ თქვენც იგივე ხართ, ამას გვეუბნებით და ჩვენც, შესაბამისად, თქვენც გპასუხობთ - სააკაშვილებს, ბოკერიებს და ყველას ერთად - ძალიან მშვიდად და მკაფიოდ გეუბნებით, თქვენთვის დასათმობი საქართველო ჩვენ არ გვაქვს. თქვენთვის გასაწირი პატიმრები, რომ აწამოთ და კიდევ გაატყაოთ, ჩვენ არა გვაქვს, ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ნუ გვახსენებთ ბედუკაძეებს, თქვენ შექმენით ეს სისტემა, ეს მწამებლების ბრიგადა და მთელი ეს პროდუქტი თქვენ შექმენით, ბედუკაძემ კიდევ სამოქალაქო მამაცობა გამოიჩინა და ამხილა ის რეჟიმი, ჩვენ თქვენგან იცით, რითი განვსხვავდებით? ჩვენ 15 წელზე ვლაპარაკობთ” , - განაცხადა ინაშვილმა.