"ყველა ვემზადებით მეორე ტურისთვის და ჩვენი ამოცანაა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა ხალხმა დაიწყო 28 ოქტომბერს, - განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც იმერეთში იმყოფებოდა.
ბაქრაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მხარდამჭერებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრებს განაგრძობს.
პარტიის ლიდერი ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"ყველა ვემზადებით მეორე ტურისთვის და ჩვენი ამოცანაა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა ხალხმა დაიწყო 28 ოქტომბერს. საბოლოოდ უარი ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს და ქართულ ოცნებას და საქართველოს, ჩვენს ხალხს მოვუტანოთ ის ცვლილებები, რომელიც ასე სჭირდება ქვეყანას. ამისთვის მზად ვართ, განწყობა არის ოპტიმისტური, ხალისიანი და ვფიქრობ, რომ ევროპული საქართველო და პარტიის თიოთოეული მხარდამჭერი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებაში,"-აცხადებს დავით ბაქრაძე.