„ლუსტრაციის კანონი! სასწრაფოდ ! იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ფეისბუქის საკუთარ გვწრდზე წერს.
„ლუსტრაციის კანონი! სასწრაფოდ ! იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, იმისათვის რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმისათვის, რომ მომავალ თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება, იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ - მივმართავ კოლეგა დეპუტატებს, შემომიერთდნენ და ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი“, - წერს ლევან კობერიძე.