რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციის თაობაზე უშედეგოა, რადგან საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მტკიცედ უჭერს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.
„რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციის თაობაზე უშედეგოა, რადგან საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მტკიცედ უჭერს. ეს განსაკუთრებით წარმატებული წელს იყო, რადგან არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მტკიცედ აღიარეს, რაც არაერთ რეზოლუციასა და დოკუმენტში აისახა. რუსეთის მხრიდან ნებისმიერ მსგავს ქმედებას მხარდაჭერა არ ექნება, რადგან საქართველოს არაღიარების წარმატებული პოლიტიკა აქვს”, – განაცხადა ქაცარავამ.