38 ახალგაზრდული ორგანიზაცია მხარს უჭერენ მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნას. ახალგაზრდულლი ორგანიზაციები პრემიერს მიმართავენ და გამოთქმენ არა მხოლოდ მხარი დაუჭირონ ინიციატივას, არამედ აქტიურად ჩაერთონსაბჭოს საქმიანობაში.
არასამთავრობოები პრემიერის წერილში მიუთითებენ რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვემა, რომ არსებობს გარკვეული ბარიერი კომუნიკაციის პროცესში, ამიტომაც მრჩეველთა საბჭო იკისრებს მედიატორის როლს მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის.
„მივიჩნევთ, რომ ახალგაზრდების ჩართულობა მთავრობის საქმიანობაში, ხანმოკლე პერსპექტივაში პოზიტიური შედეგის მომტანია როგორც ქვეყნისთვის, ისე მასში მცხოვრები ახალგაზრდული სეგმენტისთვის, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გავერთიანდეთ ინიციატივის გარშემო და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქმეში, რომლის შედეგსაც საზოგადოება აუცილებლად იხილავს.
მხარს ვუჭერთ მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის იდეას და ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა უპასუხოდ და შეუმჩნევლად რამდენიმე მიზეზის გამო არ უნდა დარჩეს. პირველ რიგში, ეს არის საშუალება, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე ნაკლებად ინტერესდება პოლიტიკური აქტივობებით, მივცეთ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩაერთოს და შეიტანოს წვლილი ქვეყნის განვითარების საქმეში. გარდა ამისა, აღნიშნული აქტივობით შევუერთდებით იმ საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც წარმატებით მუშაობს და ბოლოს, ავითვისებთ იმ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც შესაძლოა მომავალში უკვალოდ გაქრეს“, - ნათქვამია მიმართვაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს მწვანეთა მოძრაობა;
- თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი;
- საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია;
- ეკოხედვა;
- ახალგაზრდა მეცნიერები;
- ევროპული ახალგაზრდული ცენტრი;
- შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტი (USACA);
- კავკასიის სამართლის აკადემია;
- საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები;
- ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია;
- ახალგაზრდული გაერთიანება;
- ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი;
- პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია;
- გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისათვის;
- გარემოს გამწვანების ახალგაზრდული ცენტრი;
- ახალგაზრდები ცვლილებებისათვის;
- ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება;
- დუშეთის ადგილობრივი თემთა კავშირის ახალგაზრდული ფრთა;
- საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა კავშირი;
- განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემია;
- საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი;
- სამეცნიერო მისია;
- მშვიდობიანი საქართველო;
- საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტი;
- ახალგაზრდა არქეოლოგთა ასოციაცია;
- ლიდერთა ლიგა;
- ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი-სენაკი;
- სტეპი;
- უსაზღვრო შესაძლებლობები;
- ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო;
- ახალგაზრდები საზოგადოებრივი განვითარებისთვის;
- ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის;
- მომავალ საჯარო მოხელეთა ასოციაცია;
- ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისთვის;
- ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია;
- ეკო მოლაშქრეები;
- საქართველოს აქტიური ახალგაზრდების ასოციაცია;
- ევროკლუბი;