"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მუქარასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.
ის არასამთავრობო სექტორისგან რეაგირებას ითხოვს ყველა იმ დარღვევაზე და უფლების დარღვევაზე, რაც მისივე თქმით, მის მიმართ ხორციელდება.
მისივე განცხადებით, NGO-ების ვალდებულებაა, წინსაარჩევნოდ სიმშვიდე და წონასწარობო დაიცვან.
„მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულებაც არის დაიცვან წინასაარჩევნოდ სიმშვიდე და წონასწორობა. გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად, შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემი და ჩემი ოჯახის, ასევე ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან ერთად გაინაწილებენ, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოჰყვა ამას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.