ხვალ, 6 სექტემბრეს ბათუმის პორტში მსოფლიოს ყოფილი ლიდერების გემი შემოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "კავკაზუს თრეველში" განუცხადეს, გემი ბათუმის პორტში 07:30 საათზე შემოვა, სადაც აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ პერი და სხვა ყოფილი პოლიტიკური, კულტურული და მეცნიერული სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
მათივე თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები ხუთ ჯგუფად გაიყოფიან, მათი ნაწილი თბილიში ჩამოვა და კულტურულ და რელიგიურ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებს. დანარჩენი ჯგუფები კი გორში, მცხეთაში, ანანურში და წეროვანში გაემგზავრება, სადაც 2008 წელის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩასახლებულ დევნილებს შეხვდებიან.
რაც შეეხება აშშ-ს ყოფილ სახლემწიფო მდივანს იგი ბათუმიდან თბილისში ჩამოსვალს არ გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები.
დელეგაციას საქართველოში კომპანია "კავკაზუს თრეველი" მასპინძლობს, ხოლო ყოფილი ლიდერების სიმპოზიუმს კომპანია "ჭორდლ Lეადერს თრაველ" აწყობს.
როგორც ცნობიალია, 6 სექტემბერს, საქართველოში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ჩამოვა. მასთან ერთად, საქართველოს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯეიმს პერი და აშშ-ს ყოფილი პოლიტიკური, კულტურული და მეცნიერული სფეროს წამოამდგენლები.
აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ლიდერების მე-5 სიმპოზიუმის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის ახალგაზრდა ლიდერები მიიღებენ. საქართველოს შემდეგ უცხოელი სტუმრები აზერბაიჯანში გაემგზავრებიან.
აღნიშნული სიმპოზიუმი სექტემბერში იმართება. სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილი ლიდერების მოგზაურობა მოსკოვში დაიწყო და სტამბულში დასრულდება.