არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილებს ეუბნებიან?! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 400-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ოპონენტების ცრუ დაპირება.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავცემ პასუხს იმ ცრუ დაპირებას, რომელიც 400-ლარიან პენსიას უკავშირდება. თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ, რამდენიმე კალკულატორი შემიძლია გავუგზავნო ოპონენტებს. საუბარია დამატებით 2 მილიარდ ლარზე, რომელიც არის იმაზე მეტი, ვიდრე საერთო ხელფასი რაც ეკუთვნის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და ყველა უწყებას ერთად აღებული. არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილებს ეუბნებიან?!",- განაცხადა ბახტაძემ.