ქალბატონ სალომეს [ზურაბიშვილს] აქვს თავისი წინასაარჩევნო შეხვედრების გრაფიკი, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიურიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვასთან დაკავშრებით განაცხადა, თუ სად არის სალომე ზურაბიშვილი და რატომ არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში.
მისი თქმით, თუ მისი კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად, ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია.
„ქალბატონ სალომეს აქვს თავისი წინასაარჩევნო შეხვედრების გრაფიკი, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიურიც. თუ მისი კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად, ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია“, - განაცხადა ბახტაძემ.